ტყვარჩელის ტრანსფორმაცია ამ სახელწოდებით გადაღებული ფოტოპროექტისათვის რუს ფოტოგრაფ მარია გრუზდევას მილანის არქიტექტორთა ასოციაციის გაბრიელე ბაზილიკოს სახელობის პრემია გადაეცა.
გრუზდევას კონკურენციას უწევდა კანადელი, ლიბანელი, იტალიელი, ნიდერლანდელი და რუსი ფოტოგრაფები, მაგრამ ჟიურის რჩეული ტყვარჩელის თემატიკა გახდა.
ორი წლის განამავლობაში გრუზდევა ტყვარჩელის წარსულს და დღევანდელობას შეისწავლის, რისთვისაც საარქივო მასალებსაც გამოიყენებს. ამის შესახებ კი ასოციაციის სახსრებით წიგნი და ფოტოალბომი დაიბეჭდება.
სამთო-მომპოვებელი ქალაქიდან ტყვარჩელი თანდათან ცარიელ ქალაქად იქცა და მასზე დიდი გავლენა მოახდინა საბჭოთა კავშირის დაშლამ და კონფლიქტმა, რის გამოც ქალაქი მოჩვენებას დაემსგავსა.