ტელეკომპანია" მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელმა, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ კანცელარიაში პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მისივე თქმით, გიორგი კვირიკაშვილი მისი ძმაკაცი და მეგობარია.
"ორ დღეში ერთხელ მაქვს მასთან შეხვედრა. ამაში რა არის პრობლემატური ვერ გავიგე!" _ განაცხადა გაჩეჩილაძემ და განმარტა, რომ პრემიერთან შეხვედრის დროს "მაესტროზე" საუბარი არ ყოფილა.
გაჩეჩილაძის ნათქვამი დღეს გიორგი კვირიკაშვილმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ " გია გაჩეჩილაძესთან შეხვედრას "მაესტროს" საქმესთან კავშირი არ ქონია".
"მეტ კომენტარს ამაზე არ გავაკეთებ", _ განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას