"თბილსერვის ჯგუფი" საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე კომპანიის თანამშრომლის დაკავებას ეხმაურება.
კომპანია უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად თანამშრომლობს გამოძიებასთან.
მოვუწოდებთ "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებს, ბოროტად ნუ გამოიყენებენ დაკავებულ თანამდებობას და კომპანიის სახელს. ნუ შელახავენ "თბილსერვის ჯგუფის" კეთილსინდისიერად მომუშავე თანამშრომელთა ღირსებასა და პატივს.
"თბილსერვის ჯგუფის" ადმინისტრაცია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ რეაგირების გარეშე არ დატოვებს კანონის წინაშე დანაშაულის ნიშნების შემცველ არცერთ ფაქტს.