სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიუნხენში შეძლეს. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება 1 კვირის განმავლობაში იქნება ძალაში და ამ დროის მანძილზე მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას მიაწოდებენ.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება ქვეყნის მასშტაბით დაზავებას ხელს შეუწყობს, თუ რუსეთი მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას არ გააგრძელებს.
"ქაღალდზე ვალდებულებებია დაფიქსირებული, რომელთა შესრულებაც მხარეებისთვის გამოცდაა,"_ აღნიშნა კერიმ.
როგორც ცნობილია, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დაეშს არ ეხება.