26 წლის ახალგაზრდა მამაკაცი და 20 წლის გოგონა, სუიციდის ჩადენის მიზნით, 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-8 სართულიდან გადმოხტნენ და საბედნიეროდ ორივე ცოცხალი გადარჩა. ეს საოცარი შემთხვევა ყაზახეთის ქალაქ პავლოდარში, ჟაიუ-მუსის ქუჩაზე მოხდა.
საოლქო ჯანდაცვის განყოფილების ხელმძღვანელის ნურლან კასიმოვის თქმით, ამ მომენტისთვის ორივე დაშავებული – ქალაქის პირველი საავადმყოფოს რეანიმაციაშია გადაყვანილი.
ახალგაზრდების სუიციდის აქტის მცდელობის მიზეზი, ამ დროისთვის ცნობილი არ გახლავთ. სუიციდის ფაქტზე, საქმე ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.
ინტერნეტში თვითმხილველთა გადაღებული ვიდეო გავრცელდა, რომელიც ინციდენტის შედეგებს ასახავს.