ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გასული წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ. ესენი არიან: წყალწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ურუშაძე (ოქრო), ქალაქ ლანჩხუთის №1 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა ბენდელიანი (ოქრო), ამავე სკოლიდან – ხატია იმნაიშვილი და ია ჯინჭარაძე (ვერცხლი), ლანჩხუთის იოანე ნათლისმცემლის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეები- თამარ ხოფერია, ანა და თამარ ფირცხალაიშვილები (ოქრო),მარიამ და ანა ვაჩეიშვილები (ვერცხლი), აცანის საჯარო სკოლის მოსწავლე რეზო ჩხაიძე (ვერცხლი).
წარმატებულ მოსწავლეებს მედლები რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო ჩიტაძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ხელაძემ, გამგებლის მოადგილემ ნუგზარ ცინცაძემ, საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძემ გადასცეს.