EURONEWS-ის ინფორმაციით, 2024 წელს გასამართი ოლიმპიადის მასპინძლობის სურვილი 4 ქალაქს აქვს.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, პარიზს, რომს, ბუდაპეშტსა და ლოს-ანჯელესს 2024 წლის ოლიმპიადის მასპინძლის უფლების მოსაპოვებლად ტენდერში გამარჯვება მოუწევთ.
გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტენდერის მონაწილეებს სამნაწილიანი გეგმა გააცნო, რომლის მიხედვითაც თამაშები უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს.
მაუწყებლის ცნობით, ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქი 2017 წლის 13 სექტემბერს ლიმაში დასახელდება.







































































