ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში, რიჩარდ (დიკ) ჩეინმა, განაცხადა, რომ ახლო მომავალში გულის გადანერგვის ოპერაციას გაიკეთებს, რადგან მისი გული ვეღარ უძლებს დატვირთვებს და ამის გამო მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეში მყოფება.
გულთან დაკავშირებული პრობლემები ჩეინს 2001 წელს დაეწყო, მას შემდეგ მან ორჯერ გადაიტანა ორი ურთულესი ოპერაცია – კორონალური შუნტირება და ანგიოპლასტიკა. გარდა ამისა, გასულ წელს ჩეინს გულზე სპეციალური ტუმბო დაუყენეს, რომელიც სისხლის მიმოქცევის გამართულ მუშაობაზე აგებს პასუხს.