ჩოხატაურში ბოლო დღეებში მაღაზიების გაქურდვის ფაქტებმა იმატა. დაბის რამდენიმე მაღაზიის გაქურდვის შემდეგ, დამნაშავეებმა სოფლებში გადაინაცვლეს. გუშინ და გუშინწინ, თანმიმდევრობით გაიქურდა სოფელ გოგოლესუბნის, შუა ამაღლების და სამების სასურსათო მაღაზიები.
წუხელ კი სოფელ ხევში მდებარე მაღაზია გაქურდეს, საიდანაც, ზემოთ აღნიშნული მაღაზიების მგსავსად, სასურსათო პროდუქციაა წაღებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლითაა დაწყებული.
მაღაზიების გაქურდვის ყველა ფაქტი ამ დრომდე გაუხსნელია და როგორც ადგილობრივი პოლიციელები ამბობენ, ჯერჯერობით, ეჭვმიტანილებიც არ ჰყავთ.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, ჩოხატაურის პოლიციის შენობის გვერდით მდებარე მაღაზიის წინ მდებარე, "საქართველოს ბანკის" კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიც გაქურდეს და 10000 ლარი წაიღეს.
პოლიციას არც ამ საქმეზე დაუკავებია ვინმე.