https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

თბილისის შემოვლითი რკინიგზა – მთავრობის დავიწყებული პრიორიტეტი?

14:03; 1.03.2016
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს.

"გურია ნიუსი" ორგანიზაციის კვლევას უცვლელად გთავაზობთ:

"თბილისის შემოვლითი რკინიგზა, რომლის მშენებლობაც 2010 წელს დაიწყო, ბოლო პერიოდში არაერთხელ გახდა პოლიტიკური ურთიერთბრალდებების საგანი. "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ", პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის შესახებ კვლევა წარსულშიც მოამზადა და ხელისუფლებას შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართა.

"საქართველოს რკინიგზისა” და ხელისუფლების მიერ გავრცელებული განცხადებების თანახმად, შემოვლითი რკინიგზის სამშენებლო სამუშაოების შეჩერების მიზეზი კომპანია Mobility Consultants-ის კვლევის შედეგად გამოვლენილი ხარვეზები იყო. იმჟამად ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა 2013 წლის აგვისტოში განაცხადა, რომ მთავრობა თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის დაკონსერვებას გეგმავდა, სანამ არ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს დედაქალაქის ცენტრიდან სარკინიგზო ხაზის გადატანის გეგმა. 2013 წლის 5 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ პროექტი 3 წლით დაეკონსერვებინა და ეს პერიოდი ხარვეზების აღმოსაფხვრელად გამოეყენებინა. "საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის დაჩი ცაგურიას ინფორმაციით, შემოვლითი რკინიგზის კონსერვაციის ხარჯებს კონტრაქტორი კომპანია (სს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფისა” და სს "ხიდმშენის” ერთობლივი საწარმო) ფარავს. "საქართველოს რკინიგზის” მიერ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთვის” მოწოდებული წერილის თანახმად კი, "საქართველოს რკინიგზას” პროექტის კონსერვაციისათვის რაიმე დამატებითი თანხა არ გაუღია. შემოვლითი რკინიგზის სამშენებლო სამუშაოები 2016 წელს უნდა განახლებულიყო.

პროექტის შესახებ კვლევის განახლების მიზნით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” "საქართველოს რკინიგზას”, თბილისის მერიასა და ეკონომიკის სამინისტროს შემოვლითი რკინიგზის სამშენებლო სამუშაოების განახლებისა და პროექტის დასრულებაზე პასუხისმგებელი კომპანიის ვინაობის შესახებ კითხვებით მიმართა. ასევე დავსვით შემდეგი კითხვები:

  • განიცადა თუ არა შემოვლითი რკინიგზის პროექტმა ცვლილებები MC Mobility Consultants GmbH-ის კვლევის ფარგლებში ხარვეზების გამოსწორების მიზნით;

  • რა გზით აღმოიფხვრა არსებული ხარვეზები და რა ძირითადი განსხვავებებია რკინიგზის თავდაპირველ და საბოლოო პროექტებს შორის.

აღნიშნულ კითხვებზე თბილისის მერიამ გვიპასუხა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერიის მონაცემთა ბაზაში არ იძებნება და წერილი საქართველოს რკინიგზაში გადაამისამართა.

"საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, "საქართველოს რკინიგზასთან” გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანია MC Mobility Consultants-ის მიერ მომზადდა კვლევა, რომლის ანგარიში 2015 წლის დასაწყისში შემდგომი განხილვის მიზნით "საქართველოს რკინიგზამ” თბილისის მერიაში წარადგინა. თუმცა, მათივე ინფორმაციით, 2016 წლის 12 თებერვლის მდგომარეობით, ანგარიშის განხილვა მერიაში დასრულებული არ არის და შესაბამისად, არც გადაწყვეტილებაა მიღებული. აღნიშნულის მიზეზად "საქართველოს რკინიგზა” ასახელებს იმას, რომ ამ პერიოდში მერია ჩართული იყო მოქმედი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ანალიზის პროცესში, რომელიც 2015 წლის იანვარში დასრულდა. მათივე ინფორმაციით, ანალიზის შედეგად ცხადი გახდა ქალაქის ტერიტორიულ-სივრცითი განვითარების ახალ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ორიენტირებული გენერალური გეგმის შემუშავება-განახლების აუცილებლობა. ამ მიზნით, თბილისის მერიამ 2015 წლის 19 მაისს წინასაპროექტო მოსაზრების (ხედვის) შესყიდვის თაობაზე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის შედეგების მიხედვით, სამი გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაგან პირველ ადგილზე გასულ კომპანიასთან (იურიდიული პირების გაერთიანება "მომავლის ქალაქი”) თბილისის მერია მიმდინარე წლის ოქტომბრის პირველ ნახევარში შესაბამის ხელშეკრულებას გააფორმებს. როგორც "საქართველოს რკინიგზაში” განმარტავენ, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება-განახლება პირდაპირ დაკავშირებულია თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელების სქემასთან და შესაბამისად, გენერალური გეგმა წარმოადგენს თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის საკითხის გადაწყვეტის აუცილებელ წინაპირობას, რომლის გარეშეც საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდება. თუმცა აღსანიშნავია, რომ გენერალურმა გეგმამ ქალაქის ცენტრში რკინიგზისგან გათავისუფლებული ტერიტორიის განვითარების მიმართულება უნდა განსაზღვროს და არა ის, თუ როდის და რა ფორმით მოხდება თბილისიდან სატვირთო მატარებლების სამარშრუტო ხაზის გატანა.

2015 წლის 27 ნოემბერს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ და "საქართველოს რკინიგზის” ინფრასტრუქტურის დირექტორმა გურამ გურამიშვილმა შემოვლითი რკინიგზის პროექტის შესახებ საუბრისას განაცხადეს, რომ შემოვლითი რკინიგზის პროექტის საბოლოო ვერსია თბილისის გენერალური გეგმის შემუშავების შემდეგ შეირჩევა, ამ ეტაპზე კი პროექტის დასრულების სამი ალტერნატიული ვარიანტი არსებობს. მათი ინფორმაციით, პირველი ვერსიის მიხედვით, უკვე აშენებულ შემოვლით რკინიგზას უმნიშვნელო რეკონსტრუქცია უნდა ჩაუტარდეს და ამ გზით სატვირთო მატარებლები ისარგებლებენ. მეორე ვერსიით, მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდება უკვე არსებულ შემოვლით რკინიგზას და შეიცვლება მისი 11 კმ-იანი მონაკვეთი. მესამე ვერსიით კი, მცირეოდენი ცვლილება შეეხება შემოვლით მიმართულებას და რკინიგზა ქალაქში მინიმალურად იქნება წარმოდგენილი. გურამ გურამიშვილის განცხადებით კი, სამივე ალტერნატივა განსხვავებულ თანხებთანაა დაკავშირებული. "პირველი ვარიანტი, რომელიც ყველაზე ოპტიმალურად გვეჩვენება, ჯდება 300 მლნ შვეიცარული ფრანკი, მეორე ვარიანტი პროექტს აძვირებს 64 მილიონით და მესამე ვარიანტი აძვირებს 140 მლნ-ით.” – აღნიშნა "საქართველოს რკინიგზის” ინფრასტრუქტურის დირექტორმა. აღსანიშნავია, რომ პროექტის არცერთი ალტერნატივა ქალაქის ტერიტორიის გავლით ფეთქებადსაშიში ნავთობპროდუქტების გადაზიდვას არ ითვალისწინებს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” 2013 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში წერდა, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის ბედის განსაზღვრაზე პასუხისმგებელმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი ორი ფაქტორი:

  1. პროექტის დასრულება აშკარად ემსახურება საჯარო ინტერესს, რადგან შეამცირებს გარემოს დაბინძურების საფრთხეს და ხანძარსაშიშროების ხარისხს;

  2. პროექტის ფარგლებში უკვე დახარჯულია მნიშვნელოვანი ოდენობის სახელმწიფო სახსრები. ამიტომ ის გარემოება, რომ პროექტის ინიცირებამდე კომერციული ეფექტიანობის კვლევა არ ჩატარებულა და არ გამოქვეყნებულა (რაც უნდა გაკეთებულიყო), არ უნდა გამხდარიყო პროექტის დასრულებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების განმსაზღვრელი.

მისასალმებელია, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის დასრულებაზე კონსესუსი არსებობს, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია პროექტი გონივრულ დროში და მაქსიმალური ეფექტიანობის გათვალისწინებით განხორციელდეს, ვინაიდან შემოვლითი რკინიგზის პროექტის დასრულება მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია ქალაქის განვითარებისა და მოსახლოების უსაფრთხოებისათვის. მათ შორის:

  • ყოველდღიურად ქალაქის ცენტრში ფეთქებადსაშიში ტვირთის გადაადგილება მაღალ რისკთან არის დაკავშირებული;

  • პროექტის განხორციელებას შეუძლია ქალაქის განვითარებაში ახალი ეკონომიკური სტიმულის (დამატებითი სამუშაო ადგილების) შექმნა და შედეგად, დადებითი სოციალური ეფექტების მოტანა;

  • პროექტის განსახორციელებლად მნიშვნელოვანი ხარჯებია გაწეული;

ამის გათვალისწინებით, თბილისის მერიისა და გენერალური გეგმის შემუშავებაზე პასუხისმგებელი კომპანიის მიერ აღნიშნულ პროექტს მაღალი პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს და მასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს. საგულისხმოა, რომ სამშენებლო სამუშაოების 3 წლით შეჩერების შესახებ 2013 მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, სამუშაოების გასაახლებლად წინამოსამზადებელი სამუშაოები კვლავ არ არის დასრულებული, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერი დავით ნარმანია ქალაქის გენერალურ გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე ჯერ კიდევ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიისას საუბრობდა და შესაბამისი ნაბიჯები საკუთარ საარჩევნო პროგრამაშიც ჰქონდა გათვალისწინებული. ასეთი ვითარება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ თბილისის მთავრობისა და საქართველოს ხელისუფლებისთვის თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელება პრიორიტეტს არ წარმოადგენდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, 3 წლის განმავლობაში აღნიშნულ პროექტში ხარვეზების აღმოფხვრა და მისი განხორციელების განახლება შესაძლებელი იქნებოდა, განსაკუთრებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ "საქართველოს რკინიგზამ” თბილისის მერიას პროექტის დასრულების სამი ალტერნატივა 2015 წლის დასაწყისში, 1 წლის წინ წარუდგინა.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ:

ა) შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს და ქალაქის გენერალური გეგმის მომზადებასთან მისი დაკავშირება გაუმართლებელია. ამჟამად არსებობს კონსენსუსი იმის შესახებ, რომ სატვირთო შემადგენლობები ქალაქის ცენტრში არ უნდა მოძრაობდნენ და გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ ამ გადაწყვეტილების გადახედვა მოსალოდნელი არ არის. ამდენად ალოგიკურია შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის დასრულების გადადება გენერალური გეგმის დამტკიცებამდე .

ბ) გენერალური გეგმა მნიშვნელოვანია ქალაქის ფარგლებში ამჟამად არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გაუქმების შედეგად გამოთავისუფლებული ტერიტორიის შემდგომი გამოყენებისა და განვითარების კუთხით. ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება გენერალური გეგმის დამტკიცებამდე მართლაც არასწორი იქნებოდა. გამოთავისუფლებული ტერიტორიის გამოყენების შესაძლო ვარიანტების განხილვისას ქალაქის მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ქალაქის მდგრადი გრძელვადიანი განვითარების საჭიროებები და მოქალაქეებისთვის (პირველი რიგში, ამჟამინდელი რკინიგზის ხაზის მიმდებარე უბნებში მცხოვრები ადამიანებისთვის) მაღალი ხარისხის საცხოვრებელი გარემოს შექმნის აუცილებლობა.

გ) გასათვალისწინებელია, რომ სამგზავრო სალიანდაგო ტრანსპორტი მდგრადი ურბანული ტრანსპორტის ერთ-ერთი ძირითადი სახეობაა და მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ქალაქში გზების განტვირთვისა და ჰაერის დაბინძურების შემცირების მხრივ. აქედან გამომდინარე, სასურველია, რომ ხელისუფლებამ განიხილოს თბილისში ტრანსპორტის ამ სახეობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობა საუკეთესო თანამედროვე პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით", _ აღნიშნულია კვლევაში. 

წყარო

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე

12:16; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რამდენი პირველკლასელი იწყებს სწავლას ოზურგეთში

11:07; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

დღეს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება

10:26; 14 სექტემბერი, 2026

რომელ მაღალმთიან დასახლებებზე გავრცელდება საგადასახადო შეღავათები

ზიკა ვირუსმა, შესაძლოა, ნერვული აშლილობა გამოიწვიოს

ყველა სიახლე

სამართალი

შეიარაღებულმა პირებმა 70 წლამდე ქალი დააყაჩაღეს

16:35; 14.09.2026
პოლიტიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ ერთიანდება

16:30; 14.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ

15:19; 14.09.2026
ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
პოლიტიკა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს

14:09; 14.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14.09.2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14.09.2026
პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

13:17; 14.09.2026
პოლიტიკა

გელა გელაძე – პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ

12:42; 14.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი

12:40; 14.09.2026
სამართალი

უმძიმესი ავარია მცხეთაში – დაღუპულია 2 ადამიანი, არიან დაშავებულებიც

12:19; 14.09.2026
საზოგადოება

განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე

12:16; 14.09.2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი 12 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა

12:14; 14.09.2026
პოლიტიკა

კომისიის ახალი თავმჯდომარე და სამ მილიონზე მეტი ღირებულების პროექტები _ ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის საკითხები

12:05; 14.09.2026
პოლიტიკა

გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა

12:04; 14.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო