იმ ახალგაზრდების პრობლემების გადასაჭრელად, რომლებსაც "მეორე ნახევრები" არ ჰყავთ, ჩინელებმა უცნაური გამოსავალი იპოვეს.
ქვეყნის ყველაზე პოპულარულმა ინტერნეტ-ბაზარმა "ტაობაომ" გოგონებს, რომლებსაც "ბოიფრენდებიც" კი არ ჰყავთ, მათი "ქირაობა" შესთავაზა.
ეს სიამოვნება დღე-ღამეში 50 დოლარი ღირს. ზოგიერთ მომსახურებას კი ცალკე პრეისკურანტი აქვს.
მაგალითად: ვახშამი საათში 5 დოლარი ღირს, ლოყაზე კოცნა – 8 დოლარი. თუ დროებითი "ბოიფრენდი" ჩინურ ახალ წელს დამქირავებლის ოჯახთან გაატარებს და საწოლზე დაიძინებს 80 დოლარი უნდა გადაუხადონ, მისი დივანზე დაძინება კი "მასპინძელს" 95 დოლარი დაუჯდება. აღსანიშნავია, რომ ამ თანხაში სექსი არ შედის.
ჩინეთში მამაკაცებსაც შეუძლიათ "გერლფრენდები" დაიქირაონ, თუმცა, ზოგადად, ქალები უფრო შეზღუდულები არიან. ამიტომაც, მოთხოვნა გასაქირავებელ მამაკაცებზე გაცილებით მეტია.