გურული იუმორი გია სიხარულიძისგან: "ახლა დაიწყება საუბრები, ესაო, ისაო, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიო და თავიდანვე ვაცხადებ (მერე რომ ვინმე არ ჩამეზიაროს და პირველობა არ მომინდომოდ აქ): ვქმნი სტომატოლოგების პარტიას!
ჩვენ და მხოლოდ ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც შეძლებს აყაყანებული და მომიტინგე ხალხი გააჩუმოს, მიუხედავად მათი პოლიტიკური მრწამსისა და პრორუს თუ პრო ევრო და რაცხა ჯანდა კიდომ საითკენ პროსა…
ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც ხალხს პირს დააღებინებს და ჩუმად ამყოფებს!
ისე, ახლა დავფიქრდი და მიშას პროგრამა ,,ღიმილიანი საქართველო" მაგის დაწყების მცდელობა ხო არ იყო ნეტა?! არ ჩამომივარდეს ახლა და პასუხი არ მომთხოვოს…"