თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტში სტუდენტების საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. მათ დღეს ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდებიან, რომლებიც საკუთარი უნივერსიტეტიდან ჯავახიშვილის უნივერსიტეტამდე მსვლელობას გამართავენ.
სტუდენტები ჯავახიშვილის უნივერსიტეტში წარდგენილ კანცლერის თანამდებობაზე ერთადერთ კანდიდატურას აპროტესტებენ. მათი მტკიცებით გიორგი გაფრინდაშვილი სპცესმასხურების თანამშრომელია.
სტუდენტებთან დღეს მივიდა საპრალამენტო უმრავლესობის წევრი დავით ბერძენიშვილი. მას სურდა გაცნობოდა სტუდენტების მოთხოვნებს და საპროტესტო აქციებზე დასმულ პრობლემებს, თუმცა სტუდენტებმა არ ისურვეს მასთან ამ თემაზე საუბარი და აღნიშნეს, რომ არცერთ პოლიტიკოსს არ მისცემენ საშუალებას, ამ თემით პოლიტკური ქულები დაიწერონ.
ცოტა ხნის წინ სტუდენტებს შეხვდა უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა, რომელმაც მოუწოდა მათ, რომ პოლიტიკურ ძალებს არ მისცენ პროცესებში ჩარევის საშუალება.
დავით ბერეძენიშვილმა სტუდენტებს მიმართა და განაცხადა რომ პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად არ მისულა უნივერსიტეტში. "მე მოვედი აქ, რომ სოლიდარობა გამოგიცხადოთ. ამ უნივერსიტეტის ღირსებას ვიცავდი, როცა თქვენი ტოლი ვიყავი. აქედან წამიყვანეს და დამაპატიმრეს საბჭოთა პერიოდში, ამიტომ ერთმანეთს ნუ შევეჯიბრებით. იმიტომ რომ მინდა მხარი დაგიჭიროთ."-მიმართა სტუდენტებს ბერძენიშვილმა.
" ჩვენ თავიდანვე ვთქვით, როცა 7 მარტს აქციები დაიწყო, რომ ვემიჯნებით ყველა პოლიტიკურ პარტიას"-აცხადებენ სტუდენტები.
ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს პროცესების პოლიტიზაცია.
რას შეეხება უშუალოდ სტუდენტების მოთხოვნებს და გეგმებს, ისინი აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა არის უალტერნატივო. აქციის მონაწილე სტუდენტები მოითხოვენ, რომ გიორგი გაფრინდაშვილმა მოხსნას თავისი კანდიდატურა უნივერსიტეტის ადმინისტარციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან.