ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა გამოცემა "მირორმა" მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებისა და მათი მეორე ნახევრების ე.წ. "ყველაზე ცეცხლოვანი წყვილების" ტრადიციული რეიტინგი გამოაქვეყნა.
ბოლო წლების განმავლობაში ამ რეიტინგში კრისტიანო რონალდოსა და ირინა შეიკის დუეტი ლიდერობდა. სამწუხაროდ წყვილი ერთმანეთს დაშორდა
ამ მიზეზით "ცეცხლოვანი წყვილების" ჩამონათვალში ამჟამად ყოფილი მოთამაშე დევიდ ბექჰემი და ასევე ყოფილი მომღერალი ვიქტორია ადამსი გალიდერდნენ.
რეიტინგში ასევე შეიყვანეს: ლიონელ მესი და ანტონელა როკუცო, სტივენ ჯერარდი და ალექსი, ჟერარდ პიკე და შაკირა, იკერ კასილასი და სარა კარბონერო, ფრენკ ლამპარდი და კრისტინ ბლიკლი, უეინ ბრიჯი და ფრანჩესკა სენდფორდი, გარეტ ბეილი და ემა რის-ჯონსი.