ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის დედოფლის ელიზაბეთ მეორის შოტლანდიურ რეზიდენციაში, ბალმორალის ციხესიმაგრეში ვაკანსია გამოცხადდა უფროსი მებაღის შტატზე.
სამსახური ითვალისწინებს ცხოვრებას ციხესიმაგრის ტერიტორიაზე, რომლის ფართობი 200 კვადრატული კილომეტრია.
ვაკანსიის ტექსტის თანახმად, ციხესიმაგრეს ესაჭიროება გამოცდილი სპეციალისტი, რომელსაც აქვს მენეჯმენტის უნარი და არ საჭიროებს ხელმძღვანელის მითითებებს.
ციხესიმაგრე მდინარის სანაპიროზე მდებარეობს აბერდინშირში და სამეფო ოჯახის საკუთრებაში 1848 წლიდან ირიცხება. აღსანიშნავია, რომ საზაფხულო პერიოდში ციხესიმაგრის ჭიშკარი ტურისტებისთვის ღიაა.