ჩოხატაურში გასულ კვირას მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით მ.ჯ-ს საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირია მხილებული, რომელიც დანაშაულს აღიარებს, თუმცა დამნაშავე დაკავებული არ არის.
გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ისაა, რომ დამნაშავე მ.ჯ-ს დაა.
ოფიციალურ კომენტარს ამის შესახებ პოლიციაში არ აკეთებენ, თუმცა, ოჯახის ახლობლები პირად საუბრებში განმარტავენ, რომ დაზარალებულის დამ სახლში ქურდობის ინსცენირება მოაწყო.
_ უკვე დადგენილია, რომ მოპარული ორიათასი დოლარით ი.ჯ-მ ბანკის ვალები გადაიხადა. იქიდან გამომდინარე, რომ დამნაშავე ოჯახის წევრია, მისი დაკავება, ოჯახის მოთხოვნის შესაბამისად არ მომხდარა, თუმცა, გამოძიება ისევ მიმდინარეობს, _ აღნიშნეს "გურია ნიუსთან" საუბრისას ოჯახის ახლობლებმა.
ეს ინფორმაცია გურია ნიუსს პირად საუბრებში პოლიციელებმაც დაუდასტურეს.