ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალურ დირექტორად ზურაბ ნაყეური აირჩიეს. ნაყეურის კანდიდატურას პარტნიორთა კრებაზე მხარი უმრავლესობამ დაუჭირა.
როგორც პარტნირთა კრების დასრულების შემდეგ მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სავარაუდოდ, ზურაბ ნაყეური დღესვე დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში. გვენეტაძის ინფორმაციით, მაკა ასათიანმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას ნაყეურის დირექტორად დანიშვნის შესახებ.
სხდომის დაწყებამდე კი, ლევან გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ ზურაბ ნაყეური კარგი ფინანსისტია.
"ის არის კარგი ფინანსისტი, ეკონომიკა უნდა შევიდეს ტელევიზიაში, ანუ შემოსავალი უნდა იყოს იმაზე მეტი, რამდენიც არის გასავალი. ეს არის მთავარი კრიტერიუმი, ის კარგი ადმინისტრატორია და საბიუჯეტო პროცესის წაყვანა იცის ძალიან კარგად", _ აღნიშნა გაჩეჩილაძემ.