"როცა ცნობილი გახდა, რომ გარკვეული პიროვნებები უნივერსიტეტისთვის მიუღებელი იყო კანცლერად, ვაწვდიდი ინფორმაციებს ჩემს ზემდგომ ორგანოებს, მაგრამ ისინი, სამწუხაროდ, ამას სერიოზულად არ აღიქვამდნენ,"– ამის შესახებ განცხადება უნივერსიტეტის რექტორობის მოვალეობის შემსრულებელმა ლადო პაპავამ ანგარიშის წარდგენის დროს გააკეთა.
"საბოლოოდ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მათი მხრიდან ყოველთვის იყო დამოკიდებულება, რომ ეს ყველაფერი შეთანხმებულია და ასე უნდა იყოს. საბოლოო ჯამში დაზარალდა ქართული სახელმწიფო, დაზარალდა უნივერსიტეტი და დავზარალდით ჩვენ," -აღნიშნა პაპავამ.
შეგახსენებთ რომ უნივერსიტეტის კანცლერის არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება მაისიდან დაიწყება. კანდიდატებს შეარჩევს აკადემიური საბჭო, ხოლო კანცლერს უკვე სენატი აირჩევს.