ოზურგეთის აგრარულ ბაზარში კვერცხის ფასმა მოიმატა. როგორც ბაზარში გვითხრეს, ერთი ცალი კვერცხი 10-15 თეთრით გაძვირდა და 40 თეთრი ღირს.
"აღდგომის დღეებში საერთოდ ყოველთვის ასე ხდება. აქ არაფერი არ არის გასაკვირი. თან სოფლიდან ჩამოაქვთ კვერცხები და აქედან გამომდინარე ღირს40 თეთრი"- გვითხრა ერთ-ერთმა გამყიდველმა.