ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ადვოკატის ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის განხილვა გაურკვეველი ცვლილებების ფონზე მიმდინარეობს. როგორც ბიბილაშვილმა ჟურნალისტებს პროცესის დაწყების წინ განუცხადა, მოსამართლეებმა გადათქვეს თავისივე პირობა, რაც შეშფოთების საფუძველია.
"როდესაც დაიწყო სააპელაციო ეტაპზე საქმის განხილვა, მათ განაცხადეს, რომ პირველ რიგში განიხილავდნენ უზრუნველყოფის საჩივარს, რომელიც ეხებოდა ტელეკომპანია "საქართველოს" დაყადაღებას, მაგრამ ყოველგვარი მოტივაციიის გარეშე წინა სხდომაზე განაცხადეს,რომ ეს პოზიცია იცვლებოდა და განუსაზღვრელი ვადით გადადებდნენ ამ საკითხის განხილვას, მაშინ როდესაც არებითი საკითხი წინ გადმოწიეს. ბუნებრივია, ეს არის ძალიან დიდი შეშფოთების საგანი ჩვენი მხრიდან. ვფიქრობთ, რაღაც შეიცვალა, სავარაუდოდ ის, რასაც პირველი ინსტანციის სასამართლოში ვადევნებდით თვალს",_ განაცხადა ბიბილაშვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში "რუსთავი 2"-ის საქმეზე განხილვა ამ წუთებში დაიწყო.