ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის მინდვრის ჰოკეის გოგონათა გუნდის წევრი, ქრისტინა ბარაშვილი საქართველოს მინდვრის ჰოკეისტ 12 საუკეთესო გოგონათა შორის დასახელდა.
14 წლის ქრისტინა ბარაშვილი, სოფელ კოხნარის საჯარო სკოლის მოსწავლეა.
13-15 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, ქრისტინა, ჩოხატაურის გოგონათა გუნდთან ერთად, წყნეთში საქართველოს პირველობისათვის იბრძოლებს.
მომავალში კი, საქართველოს ნაკრებთან ერთად სამშობლოს ღირსებას არგენტინაში _ მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დაიცავს.