სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით, პირობით ვადამდე 105 მსჯავრდებული გათავისუფლდა. გათავისუფლებულთაგან 5 ქალია, ხოლო ერთი არასრულწლოვანი.
ადგილობრივმა საბჭოებმა მიმდინარე წლის აპრილის თვეში სულ 1000-მდე მსჯავრდებულის საკითხი განიხილეს. განხილვისას შეფასება რამდენიმე კრიტერიუმით ხდება. მათ შორისაა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი; მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში; მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა; ოჯახური პირობები; ასევე, მსჯავრდებულის დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულის მიმართ.
(R)