საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, პარტია "ქართული ოცნების" სიის ფორმირების პროცესი ძალიან აქტიურ ფაზაშია და მალე დასრულდება.
როგორც კობახიძემ ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუხადა, "ზუსტად როდის მოხდება პრეზენტაცია, ამას პარტიის პოლიტსაბჭო გადაწყვეტს".
"შეიძლება ეს არ იყოს ერთ კვირაში და უფრო მეტი დრო დასჭირდეს. ამ გადაწყვეტილებას პარტიის შესაბამისი ორგანო მიიღებს და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც აიღებენ პასუხისმგებლობას მომავალი 4 წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაზე", _ განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, კობახიძე ამბობს, რომ მათი წარდგენა, ალბათ, ეტაპობრივად ოლქების მიხედვით მოხდება.