გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში, სადაც დღეს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს აკვირდება.
ამის შესახებ "გურია ნიუსს" თავად სალუქვაძემ განუცხადა:
_ არ შეიძლება გურიის გუბერნატორს ჰკითხოთ, რას აკეთებს ნასაკირალში. მე აქ ერთი კვირის წინაც ვიყავი, ერთი თვის წინაც და გუშინაც, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მხარის პირველმა პირმა.
_ დღეს ნასაკირალში არჩევნებია…
_ დავათვალიერე ინფრასტრუქტრული პროექტები, რომელიც განხორციელდა ამ დღეებში. ასევე, გავიარე საარჩევნო უბნებში, დავაკვირდი მოვლენებს და მინდა გითხრათ, რომ მშვიდად მიდის ყველაფერი, თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან აგიტაციას აქვს ადგილი.
_ უბნებზე რა სტატუსით იყავით შესული?
_ უბნების ახლო-მახლოს ვიყავი.
_ რამდენიმე წუთის წინ გვითხარით, რომ რომ საარჩვენო უბნებში გაიარეთ.. რა სტატუსით, რა უფლებით?
_ მე არ მითქვამს მასე (გუბერნატორთან ჩაწერილი ინტერვიუს ჩანაწერი რედაქციაში ინახება. ავტ.). უბნებთან გავიარე. საარჩევნო უბნებში ვერანაირად ვერ მოხვდებოდი _ არც სტატუსი მაქვს და არც სურვილი. გავიარე უბნებთან და ვიკითხე რა ხდებოდა. მითხრეს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იქცევა გამომწვევად, მათ შორის პარლამენტის წევრები, რომლებიც პირადად უთითებენ ამომრჩეველს, თუ ვის მისცენ მხა.
_ კონკრუტულად?
_ მაგალად ლევან ბეჟაშვილი. ეს დაფიქსირებული და გადაღებულია. კარგი იქნება თუ იქით მხარითაც დაინტერსდებით. ისე კი, გურიის გუბერნატორს არ უნდა ჰკითხოთ რატომ იმყოფება გურიის რომელიღაც სოფელში.
_ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ნასაკირალში დღეს არჩევნებია…
_ არჩევნების დღესაც იქ ვარ და ყოველდღე, _ გვითხრა სალუქვაძემ.
"გურია ნიუსი" სალუქვაძის ბრალდებების გადამოწმებას ლევან ბეჟაშვილთან ამ წუთებში ცდილობს და მის კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.