ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში პარლამენტარი დავით დარჩიაშვილი იმყოფება. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ჩვენთან საუბრისას ამბობს, საარჩევნო პროცესში საჯარო მოხელეები არიან ჩართული:
“ასეთი აქტიურობა თვითმმართველობის არჩევნებზე არ მინახავს. ამომრჩევლების აქტიურობით და სიმრავლით გამოირჩევა დღევანდელი დღე, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ მოსახლეობა ხელისუფლებას მხარს არ უჭერს.
ნათლად ჩანს, რომ საჯარო მოხელეები ძალიან აქტიურად არიან ჩაბმული საარჩევნო პროცესში, “ _ გვითხრა დავით დარჩიაშვილმა.
აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ "ქართული ოცნების" პრესსამსახურში.
_ არჩევნები მიმდინარეობს კანონის შესაბამისად. "ქართული ოცნების" სურვილია, რომ ჩატარდეს მშვიდ ვითარებაში და დემოკრატიულად, შესაბამისად, მსგავსი ბრალდებები ყოველგავრ საფუძველს არის მოკლებული, _ გვითხრეს პრესსამსახურში.