ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში, სადაც რიგგარეშე არჩევნები იმართება, ერთმანეთს "ქართული ოცნების" კანდიდატი ნონა ტუნაძე და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ბესო ქათამაძე უპირისპირდებიან.
ქათამაძის მხარდასაჭერად ნასაკირალში პარლამენტის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დეპუტატებიც იმყოფებიან _ ზოგი არჩევნებს უშუალოდ უბანზე აკვირდება, ზოგიც კი უბნის გარეთ.
პარლამენტის წევრი გიორგი ღვინიაშვილი საარჩევნო უბნებზე პარლამენტის ავტომობილით გადადგილდება, რაც იურისტების განმარტებით კანონის დაღვევა და საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა.
_ეს არის ადმინისტრაციული რესუსრის გამოყენება. ამ შემთხვევში გადაადგილება შეეძლო იმ პოლიტიკური თანამდებობის პირს, რომელიც სახელმწიფო დაცვით სარგებლობს _ მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარეს. პარლამენტის რიგით წევრს კი ამის უფლება არა აქვს, _ აღნიშნა ჩვენთან სუაბრისას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისისი ხელმძღვანელმა თამაზ ტრაპაიძემ.
ღვინიაშვილი ამბობს, რომ ის კანონს არ აღრვევს და აგიტაციას არ ეწევა:
_ მერე რა რომ ჩემი მანქანით ვარ? ეს მანქანა სამსახურებრივად მე მეკუთვნის. დიახ, გადავაადგილდები პარლამენტის ბალანსზე მყოფი ავტომობილით, თუმცა, ამ მანქანით არ ვეწევი აგიტაცია/პროპაგანდას, _ აღნიშნა ღვინიაშვილმა "გურია ნიუსის" კორესპონდენტთან საუბრისას და აღნიშნა, რომ მსგავსი აქცენტის გაკეთება "ქართული ოცნების" წარმომადგენლებზეც შეიძლება, რომლებიც ნასაკირალში სახელწიფოს კუთვნილი მანქანებით იმყოფებიან.
"გურია ნიუსის" კორესპონდენტმა აღნიშნული რამდენიმე საარჩევნო უბანთან გადაამოწმა, თუმცა, ამ ეტაპზე, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ სახელმწიფო ავტომობილების გამოყენების ფაქტი ვერ დავადასტურეთ.