ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირპისრება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ნაცემია „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის თენგიზ გუნავა.
საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს და უთხრეს, რომ "ნაციონალებს" ხალხთან მისვლის უფლება არ აქვთ.
დაპირისპირებაც ამის შემდეგ დაიწყო.
წყარო: 2030.news