ოპოზიციის და დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენლები მედიასთან საუბრობენ, რომ საარჩევნო უბნებთან მანქანებით იმყოფებიან "ქართული ოცნების" აქტივისტები და აკვირდებიან, თუ ვინ მოვიდა არჩევნებზე და ვინ არა.
ასევე მათ აქვთ სიები, რომლის მეშვეობით აფიქსირებენ, ვინ მივიდა საარჩევნო უბანზე. "ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვის და დაშინების ერთ-ერთი ფორმა. ამ სიებიდან გამომდინარე, ამომრჩეველი ცდილობს, რომ მისცეს ხმა სამთავრობო კანდიდატს. ეს არის არადემოკრატიული ფორმა. კანონმდებლობა არ კრძალავს, მაგრამ მორალურად მიუღებელია."
"არანაირ უკანონობას ადგილი არ აქვს. თუ რამე მოხდება აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირება," – თქვა მედიის წარმომადგენლებთან "ქართული ოცნების" წევრმა რიმა ბერაძემ, რომელიც ეს დღეებია ქალაქ ოზურგეთში იმყოფება და მხარს დეპუტატობის კანდიდატს ვასილ ჩიგოგიძეს უჭერს.