ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში "ქართულო ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატმა, ნონა ტუნაძემ საარჩევნო უბანზე არჩევანი უკვე გააკეთა და ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.
"რაც მთავარია არჩევნები მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობს და ყველაფერი კარგად არის. საზეიმო განწყობაზე ვარ და მჯერა, ამომრჩევლები მხარს დამიჭერენ"-თქვა მედიის წარმომადგენლებთან ნონა ტუნაძემ.
ინფორმაციისთვის, ქალაქ ოზურგეთში გამარჯვებისთვის "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე და დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი გია კალანდარიშვილი იბრძვიან. დაბა ნასაკირალში "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატი ნონა ტუნაძე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატი კი ბესო ქათამაძეა.