"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატი ბესო ქათამაძე უკვე იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე. მისი თქმით, მან ხმა მისცა "ნაცმოძრაობას."
"არჩევანის გაკეთება ჩემგან იყო ძალიან ადვილი იმიტომ, რომ ხმა მივეცი "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას" და ამ არჩევანით დასრულება ამ მთავრობის უნიათობა" – თქვა ბესო ქათამაძემ.
ინფორმაციისთვის, ქალაქ ოზურგეთში გამარჯვებისთვის "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე და დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი გია კალანდარიშვილი იბრძვიან. დაბა ნასაკირალში "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატი ნონა ტუნაძე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატი კი ბესო ქათამაძეა.