ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ, რა დროსაც ნიკა მელია, გიგა ბოკერია, აკო მინაშვილი, ეკა ხერხეულიძე, ნუგზარ წიკლაური, თენგიზ გუნავა და ზუგდიდის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები სცემეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ეხმაურება.
მინისტრის თქმით შესაბამისმა უწყებებმა ეს საქმე დაუყონებლივ უნდა გამოიძიონ:
_ აბსოლუტურად მიუღებელი, წარმოდგენელია, შეუძლებელია. ასე ჩვენ ქვეყანას ვერ ავაშენებთ. ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს ის, ვისაც დღეს ხელში კეტი ეჭირა, უსასტიკესად უნდა დაისაჯონ. იმიტომ, რომ ქვეყანას წინ აქვს უმნიშვნელოვანესი, ჩვენი ქვეყნისთვის უპრინციპულესი არჩევნები. ამის დაშვება აღარ შეიძლება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ ერთამანეთთან ანგარიშსწორება, _ აღნიშნა ხიდაშელმა "გურია ნიუსის' გადაცემაში სტუმრობისას.