ოზურგეთში არჩევნებში მონაწილეობა 1433-მა ქალმა და 1238-მა მამაკაცმა მიიღო. მე-60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში "გურია ნიუსს"განუცხადეს, რომ ქალაქ ოზურგეთსა და დაბა ნასაკირალში 2671-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.
სულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 4447 ამომრჩეველს.
ამომრჩეველთა უმეტესობა ქალები იყვნენ – 1433, ხოლო თავისი არჩევანი 1238-მა მამაკაცმა დააფიქსირა.
ქალაქ ოზურგეთის და დაბა ნასაკირალის ოთხივე საარჩევნო უბანი დახურულია და ამ წუთებში ხმის დათვლის პროცედურები მიმდინარეობს.
ინფორმაციისთვის, ქალაქ ოზურგეთში გამარჯვებისთვის "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე და დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი გია კალანდარიშვილი იბრძვიან. დაბა ნასაკირალში "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატი ნონა ტუნაძე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატი კი ბესო ქათამაძეა.