პარიზში, სამართალდამცავებმა GOOGLE-ის ოფისი გაჩხრიკეს. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოფისის გაჩხრეკა ფინანსურ მაქინაციებს და ფულის გათეთრების ორგანიზებას უკავშირდება.
"ჩვენ ვიცავთ ფრანგულ კანონმდებლობას და ვითანამშრომლებთ ხელისუფლებასთან, მზად ვართ, ვუპასუხოთ მათ შეკითხვებს",_აცხადებენ კორპორაციაში.
მაუწყებლის ინფორმაციით, საფრანგეთში, ბრიტანეთსა და რამდენიმე ქვეყანაში მიიჩნევენ, რომ ფინანსური მაქინაციების გზით GOOGLE და YAHOO მოგებას პოულობენ, მაგრამ გადასახადებს იხდიან ისეთ ქვეყნებში, სადაც კორპორატიული საგადასახადო განაკვეთი გაცილებით დაბალია.




































































