საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჟურნალისტ ზვიად თხელიძის ტრაგიკულად გარდაცვალებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს:
"მინდა უდიდესი მწუხარება გამოვთქვა ჟურნალისტ ზვიად თხელიძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
ჩვენ დავკარგეთ პროფესიონალი ჟურნალისტი და კარგი ადამიანი, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობას სიცოცხლის ბოლო წუთამდე ასრულებდა.
მთელი გულით ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ზვიადის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და ტელეკომპანია GDS-ს.
ალბათ, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ ამ უმძიმეს წუთებში, მე თქვენს გვერდით ვარ" _ აღნიშნულია პრემიერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ის ჟურნალისტი ზვიად თხელიძე ხანდას ხეობაში ტრაგიკულად დაიღუპა.
ზვიადი ხეობაში გადაღებაზე იმყოფებოდა. როგორც გვითხრეს, მას მდინარეში გადასაღები აპარატი ჩაუვრდა, მისი ამოღების მცდელობისას კი მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა.
მისი ცხედარი მაშველებმა დღეს, გამთენიისას იპოვეს.
"გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს განსვენებულის ახლობლებს, კოლეგებს