ქალაქ ოზურგეთის სარაგბო კლუბ " არწივების" გუნდი თანდათან ძლიერდება. გუნდში კლუბის ხელმძღვანელობის თხოვნით დაბრუნდნენ ბათუმის უმაღლესი ლიგის გუნდიდან, ლევან კოჩალიძე, ოთარ მჟავია, გიორგი კალანდაძე, ასევე თბილისის კლუბ "ჯიქი"-დან, ლევან შათირიშვილი, ზური ჟორჟოლაძე, ნუგზარ გიორგაძე, რომელიც ს ასევე ხაზის მწვრთნელობის ფუნქციასაც შეითავსებს.
ა. (ა).ი.პ. რაგბის განვითარების კავშირის დირექტორის, თენგო კალანდაძის თქმით, წლევამდელი სეზონში, რომელიც აგვისტოს მიწურულს დაიწყება, რეგიონალური გათამაშების 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
"ოზურგეთის "არწივები" დაუმარცხებელი თამაშების სერიას ჰპირდება კლუბის გულშემატკივრებს", _აღნიშნავს კალანდაძე.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ "არწივები" გოგონათა გუნდის შექმნაზეც მუშაობს, სადაც 12-18 წლამდე მსურველებს შეეძლებათ მონაწილეობის მიღება.