გარემოს ეროვნული ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის, სვეტლანა ნიორაძეს თქმით, საქართველოში 12 ივნისიდან გამოიდარებს.
როგორც ნიორაძემ "გურია ნიუსს" უთხრა, ტემპერატურა მომდევნო დღეებში საგრძნობლად აიწევს.
"ხვალ, 11 ივნისს, აღმოსავლეთ საქართველოში უფრო იქნება ნალექი, ვიდრე დასავლეთ საქართველოში. ზეგ, 12 ივნისს, გამოიდარებს, თუმცა, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში საღამოს საათებში წვიმა და ჭექა-ქუხილია მოსალოდნელი.
13 ივნისიდან ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში 14 ივნისს, მოსალოდნელია 35 გრადუსი და უფრო მეტიც დაფიქსირდეს, ხოლო აღმოსავლეთში 30-32 გრადუსი იქნება. რაც შეეხება თბილისს, ტემპერატურა აქაც თანდათან მოიმატებს, 10-12 ივნისს დღისა და საღამოს საათებში იწვიმებს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, 15 ივნისის ჩათვლით უნალექო ამინდებია მოსალოდნელი, ხოლო 16-ში ისევ წვიმაა ნავარაუდევი,"_ ამბობს ნიორაძე.