გუშინ, დღის მეორე ნახევარში, მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლება თავს გართობის უფლება მისცეს და ფეხბურთში ამხანაგური მატჩი გამართეს.
გამგეობის გუნდს კაპიტნობას თავად მუნიციპალიტეტის პირველი პირი ზაზა ურუშაძე უწევდა, ხოლო ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს რჩეული სამგზის საკრებულოს წევრი და ორი მოქმედი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩახვაძე გახლდათ.
გამგეობის გუნდმა საკუთარი კარის ღირსების დაცვა ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელს ვასილ აბუსერიძეს მიანდო, ხოლო საკრებულოს მხრიდან ეს პატივი ფრაქცია "ლანჩხუთი- ევროატლანტიკური მომავლისთვის" თავმჯდომარეს ელგუჯა ჩხაიძეს ერგო. გუნდებს კი გულშემატკივრობას ძირითადად საკუთარი თანამშრომლები უწევდნენ. მატჩის მსვლელობისას გამგეობის გუნდმა მეტოქეთა კარში ოთხი ბურთის გატანა მოახერხა, საკრებულო კი მხოლოდ ორს დასჯერდა და საბოლოო ანგარიშიც 4:2 დასრულდა.
ამხანაგური მატჩის დასასრულს დაჯილდოების მცირე ცერემონიაც მოეწყო და საკრებულოს წევრმა ქალბატონებმა ორივე გუნდს სამახსოვროდ საჩუქარი გადასცეს.