დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ პარლამენტში პერფომანსი დადგა და ახალგაზრდა ადამიანის დასახმარებლად ფულის შეგროვება დაიწყო.
როგორც გოგა ხაჩიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პარლამენტის სხდომების დასრულება კარგ ნოტაზეც შეიძლება. მან დეპუტატებს მოუწოდა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ფული შეაგროვონ.
"გუშინ, სრულიად შემთხვევით, ახალგაზრდა ადამიანს შევხვდი, რომელიც საკუთარი სიცოცხლისთვის იბრძვის. მის სახელსა და გვარს არ დავასახლებ. ის ოპტიმისტია. ჩავთვალე, რომ იქნებ ერთობლივად რაღაცით დავეხმაროთ. ვიცი, რომ ამ თვის ხელფასი არ დამჯდარა, მაგრამ შესაძლებელია ამ ადამიანს თანხა შევუკრიბოთ და სიმბოლური, კარგი მოქმედებით დავასრულოთ ეს სესიები. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ ამ კარგი ადამიანისთვის დახმარებას, რომელიც საკუთარი სიცოცხლისთვის იბრძვის. ხვალ, 2 საათზე მნიშვნელოვანი ამბავი აქვს და ეს თანხა იმისთვის სჭირდება", _ განაცხადა ხაჩიძემ.