ყველა დროის მსოფლიოს საუკეთესო ჰოკეისტად მიჩნეული კანადელი ვეტერანი – უეინ გრეცკი დღემდე ახერხებს რეკორდების დამყარებას.
ჰოკეის საკოლექციო ბარათი, რომელზეც ახალგაზრდა გრეცკი „ედმონტონ ოილერზის” ფორმაშია გამოწყობილი ონლაინ-აუქციონზე, აუქციონის მომწყობთა აზრით, სარეკორდო თანხად, დაახლოებით, 100 ათას დოლარად გაიყიდა.
ბარათი გრეცკის სადებიუტო სეზონში 1979-1980 წლებში არის გამოცემული და მაღალი ფასი, მისმა იდეალურმა მდგომარეობამ განაპირობა.
ზუსტად ასეთი ბარათების შეძენა, ოღონდ ოდნავ შელახულის ინტერნეტ-აუქციონებზე გაცილებით ნაკლებ ფასად, 500-1 000 დოლარად არის შესაძლებელი.