ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ წლევანდელი კონკურსის ფინალისტები დაასახელა.
360 კონკურსანტიდან, რაც "საბას" არსებობის მანძილზე უპრეცედენტოდ დიდი საკონკურსო სია იყო, ჟიურიმ ფინალურ ეტაპზე 38 წიგნი შეარჩია. ეს არის ფინალისტების ყველაზე მოკლესია ბოლო წლების განმავლობაში.
ამით დასრულდა ჟიურის მუშაობის პირველი, 5-თვიანი ეტაპი. ფინალისტებიდან მოხდება წლევანდელი გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება სექტემბერში,"საბას" რიგითმე-14საზეიმოდაჯილდოებაზე. საპრემიოფონდი 52 ათას ლარს შეადგენს, რომელსაცგამარჯვებულავტორებს"საბას" კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორი, თიბისიბანკიგადასცემს.
ყოველწლიურილიტერატურულიპრემია "საბა" 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა დაპენ-ცენტრმა. პრემიისმიზანიაგასული ერთიწლის(ამ შემთხვევაში, 2015 წლის) განმავლობაში გამოცემული საუკეთესოწიგნებისგამოვლენა.
წელს "საბა" 11 ნომინაციაში გაიცემა, მათ შორის, ახალი ნომინაციაში "საუკეთესო ელექტრონული წიგნი". გარდა ამისა, ნომინაციაში "საუკეთესო დებიუტი" წელს მკითხველებიც ჩაერთვებიან და საკუთარ ფავორიტს გამოავლენენ – 4 ივლისიდან მკითხველები თავისი რჩეული დებიუტანტებისთვის ხმის მიცემას 2 თვის განმავლობაში შეძლებენ "საბას" ვებგვერდსა და ფბ გვერდზე.
წლევანდელი ფინალისტების სია ასეთია:
საუკეთესო რომანი:
თამთა მელაშვილი, "აღმოსავლეთით" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
ზურაბ სამადაშვილი, "მოსალოდნელი მოულოდნელობანი" (გლოსა)
დათო ტურაშვილი, "სხვა ამსტერდამი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
ბექა ქურხული, "სამოთხიდან გაქცეულები" (ინტელექტი)
საუკეთესო პროზაული კრებული:
ნინო თარხნიშვილი,"ნინო's Notes" (ინტელექტი)
ზაალ სამადაშვილი,"იუნკერერის თავის ბუცები" (ინტელექტი)
დათო ქარდავა, "ესავის ხელები" (ინტელექტი)
საუკეთესო პოეტური კრებული:
შოთა იათაშვილი, "პოეტური გამოცდილების სიმწარე" (ინტელექტი)
პაატა ნაცვლიშვილი, "ხელოვნური ყვავილები" (უსტარი)
ზვიად რატიანი, "შენთვისშეიძლება" (დიოგენე)
ბესიკ ხარანაული, "ყვავიხისწვერზეისაღამოებს" (ინტელექტი)
(პოეტმა გივი ალხაზიშვილმა თავისი კრებული "ჩემი დღეების მიწა" მოხსნა კონკურსიდან)
საუკეთესო დებიუტი:
იუნონაგურული, "დიაგნოზი" (საუნჯე)
ნანა ექვთიმიშვილი, "მსხლების მინდორი" (ბაკურსულაკაურისგამომცემლობა)
სალომე მაკარიძე, "ჩვენ" (სიესტა)
საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:
შოთაგუჯაბიძე, "ბათომი" (გაზეთი"ბათუმელები")
გიორგი კეკელიძე, "ცხრათავიანი ფეხბურთის ზღაპარი" (არტანუჯი)
შორენა ლებანიძე, "მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე" (არტანუჯი)
გაგა ნახუცრიშვილი, "სისულელის ტრაქტატი" (ინტელექტი)
ზაზა ფირალიშვილი, "ირაკლი ფარჯიანი და შეხვედრის მეტაფიზიკა" (არტანუჯი)
ნინო ჩხიკვიშვილი, "უკანასკნელი ცისფერყანწელი" (არტანუჯი)
საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:
ლექსოდორეული, "წერისთავგადასავალი" (კალმოსანი)
თამაზვასაძე,"20 ქართულიმოთხრობა" (ინტელექტი)
თემურ კობახიძე, "ტომას ელიოტი და მაღალი მოდერნიზმის ლიტერატურული ესთეტიკა" (უნივერსალი)
საუკეთესო პიესა:
ამ ნომინაციაში ჟიურიმ ვერ შეძლო ფინალისტების შერჩევა. ეს ნიშნავს, რომ წელს საუკეთესო პიესისთვის "საბა" არ გაიცემა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც პიესის ნომინაციაში ჟიური პრემიას არ გასცემს.
"საბას" საორგანიზაციო ჯგუფი მიიჩნევს, რომ ასეთი პრეცედენტები გარკვეულწილად ქმნის დრამატურგიის ჟანრის დისკრიმინაციის საფრთხეს, მაგრამ, ამავდროულად, "საბა" პატივს სცემს და იცავს კონკურსის ჟიურის დამოუკიდებლობას ნებისმიერ გადაწყვეტილებაში, მათ შორის – ამა თუ იმ ნომინაციაში პრემიის არგაცემის საკითხში.
შესაბამისად, წელს პიესის ნომინაცაში ფინალისტების არდასახელებაც არის კონკრეტულად წლევანდელი ჟიურის გადაწყვეტილება, რომელიც განსხვავდება "საბას" პოზიციისგან, რომ სწორედ პრემიის გაცემით მოხდეს ამ ჟანრის წახალისება.
საუკეთესო ელექტრონული წიგნი:
გოჩა სხილაძე, "უნაპირო მდინარე" (ელექტრონული წიგნების სახლი "საბა")
ოთარ ჯირკვალიშვილი, "ლაზარე"(ელექტრონული წიგნების სახლი "საბა")
გიორგი ლორთქიფანიძე, "სია"(ელექტრონული წიგნების სახლი "საბა")
ხათუნა ხაბულიანი, "პუბლიკაციები"(ელექტრონული წიგნების სახლი "საბა")
საუკეთესო თარგმანი:
მიხეილ ანთაძე, ჟოზე სარამაგუს "იესოს სახარება" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
მაია ბადრიძე, ჰერმანბროხის "მთვარეულები" (დიოგენე)
ლევან ბერძენიშვილი, ჰომეროსის "ილიადა" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
ნანა გოგოლაშვილი, ტიმურ ვერმესის "ის კვლავ აქ არის" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
გიორგი კახაბერი, ნატო კახაბერი, მარსელ პრუსტის "სოდომი და გომორი" (არტანუჯი)
ანი კოპალიანი, მარგარეტ ეტვუდის "მხევლის წიგნი" (წიგნები ბათუმში)
ქეთი ნიჟარაძე, ედგარლიმასტერსის "რჩეული ეპიტაფიები სფუნრივერის ანთოლოგიიდან" (ინტელექტი)
ნინო ქაჯაია, ხორხე ლუის ბორხესის "შვიდი საღამო" (ინტელექტი)
ზაზა ჭილაძე, უილიამ ფოლკნერის "გვამის შემგინებელი" (არტანუჯი)
თამარჯაფარიძე, ჯონფაულზის "ფრანგილეიტენანტისსაყვარელი" (დიოგენე)
გვანცა ჯობავა, ჯონ სტაინბეკის "თაგვებსა და ადამიანებზე" (არტანუჯი)
(R)