ბალტიისპირეთში, რუსეთის საზღვართან ახლოს, ორივე მხარეს სამხედროები ომისთვის პრაქტიკულად მზად არიან. აღნიშნულ ინფორმაციას THE WASHINGTONPOST ავრცელებს.
როგორც ცნობილია, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისგან 2 წლის შემდეგ, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან, ესტონეთთან, ლატვიასთან და ლიტვასთან არსებულ ქვეყნის საზღვრებთან, კრემლმა სამხედრო პოტენციალი გაზარდა, რის გამოც, დასავლელი მოკავშირეები მწუხარებას გამოთქვამენ, რომ რეგიონი დაუცველია.
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთსა და დასავლეთს შორის ესკალაციის ფონზე, დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილება ევროკავშირის დატოვების შესახებ, მსოფლიოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე დიდ გავლენას იქონიებს.
"გაურკვევლობა და არაპროგნოზირებადი გამოწვევები ყოველთვის შეექმნება ჩვენს უსაფრთხოებას. ახლა არის უფრო არაპროგნოზირებადი ვითარება, ვიდრე, ადრე, სანამ ბრიტანეთი გადაწყვეტდა ევროკავშირიდან გასვლას,"_აცხადებს სტოლტენბერგი.
მისივე თქმით, ბალტიისპირეთში მომხდარ ნებისმიერ თავდასხმას გლობალურ საფრთხეში გადაზრდის პოტენციალი აქვს.
ამავე თემაზე:
რუსეთი ქვეყნის თავდაცვას აძლიერებს
ნატო-მ აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების უპრეცედენტო გაძლიერებაზე გადაწყვეტილება მიიღო