ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე წერს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გადადგა.
"ამ წუთას მედეა ვასაძემ-აჭარის უზენაესი საბჭოს წევრმა განაცხადა რომ არჩილ ხაბაძე გადამდგარია და ოფიციალური განცხადება ამის შესახებ 6 ან 7 ივლისს გაკეთდება.მისი თქმით ხაბაძეს ყაზახეთში ჩვენი ზურაბ პატარაძე შეცვლის……მედეა ვასაძე ამბობს,რომ ხაბაძემ მას გადადგომა სმს-ებით დაუდასტურა…..p.s. თუ ეს დადასტურდა, გამოდის, რომ აჭარაში ვარშალომიძის ჩასვლას მოჰყვა ხაბაძის გადადგომა?" _ წერს გრიგოლია.