არა ნენსკრა ჰესს, არა დიდ კაშხლებს! – ამ მოთხოვნებით, ხვალ 12:00 საათზე გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის 1 ნომერში, თავისუფლების მოედანზე, სვანეთში მშენებარე გიგანტური ჰესების საწინააღმდეგოდ საპროტესტო აქცია გაიმართება.
ორგანიზაცია "მწვანე მუშტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქცია ხუდონჰესისა და ნენსკრაჰესის მშენებლობის წინააღმდეგ იმართება.
აქციის მთავარი ორგანიზატოირ სვანეთის მკვიდრი მოსახლეობაა, რომლებიც ჭუბერის თემის სოფლებიდან – ხაიშიდან და სოფელი ნაკრიდან ჩამოდიან.
აქციის თანაორგანიზატორები არიან "მწვანე მუშტი", "ახალგაზრდა მწვანეები", აქციას უერთდებიან ასევე სხვა გარემოსდაცვითი და საზოგადოებრივი მოძრაოებები: ყაზბეგის მოსახლეობის ნაწილი, "მწვანე ალტერნატივა", "აუდიტორია 115" და ლაშა ჩხარტიშვილი