თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ჯარების გენერალური შტაბის უფროსი, ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, საქართველო მოვლენების ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის მზად არის.
აღნიშნულის შესახებ კაპანაძემ უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
მისი თქმით, ის ფლობს დეტალურ ინფორმაციას თურქეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
როგორც გენშტაბის უფროსმა განაცხადა, თურქეთსი სამი ქართველი კადეტი იმყოფება სასწავლებლად, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც კაპანაძემ აღნიშნა კადეტებთან სატელეფონო კონტაქტი ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, ამ წუთებში, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს. სხდომას საქარტველოს პრემიერ-მინისტრიმ პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, შს მინისტრი, უშიშროების საბჭოს მდივანი ესწრება.