ოზურგეთის დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ზვიად კვაჭანტირაძე ამ ეტაპზე არ ამხელს იქნება თუ არა ის "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიაში.
"მე ვფიქრობ, რომ რეალურად "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს ყველა წევრი მოვხვდებით საარჩევნო სიაში. იმიტომ, რომ ამ საარჩევნო სიას პოლიტსაბჭო ამტკიცებს," – თქვა ჩვენთან საუბრის დროს ზვიად კვაჭანტირაძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერი-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს 26 ივლისს ოზურგეთში ელოდებიან. პრემიერის ვიზიტი არჩევნებს უკავშირდება. "გურია ნიუსის" ინფორმაციით მთავრობის მეთაური ოზურგეთის და ჩოხატაური/ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს, რომელთა ვინაობა ამ დრომდე გაურკვეველია.