აშშ-ის რაშის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს, რომლებსაც მუცლის არეში დიდი წონა აწუხებთ, დიდი ალბათობით, ასაკში მახსოვრობის პრობლემებიც უჩნდებათ.
მათი თქმით, კუჭში და ტვინში თავმოყრილია კონკრეტული პროტეინი. ეს პროტეინი ტვინის იმ ნაწილის მუშაობისთვისაა აუცილებელი, რომელიც ადამიანის მახსოვრობისთვის აგებს პასუხს. იგი, ასევე, აუცილებელია საჭმლის მონელებისთვის.
წონის მომატების შემთხვევაში, პროტეინი მცირდება, თუმცა, იგი მცირდება არა მხოლოდ მუცლის არეში, არამედ მთელს ორგანიზმში.
ამიტომ, ზედმეტი წონის მქონე ადამიანებს, უფრო დიდი ალბათობით, ასაკში ექნებათ მახსოვრობის პრობლემები.