ცენტრალურ ჩინეთში სამრეწველო ქარხანაში აფეთქება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 5 დაშავდა.
გავრცელებული ცნობით, ჰუბეის ცენტრალურ პროვინცია დანიანგში ელექტროსადგური აფეთქდა.
როგორც ცნობილია, ჩინეთში მსგავსი აფეთქებები ხშირად ხდება, რაც ქვეყანაში უსაფრთხოების სტანდარტებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
როგორც ცნობილია, ჩინეთმა, მას შემდეგ, რაც ქალაქ ტიანჯინში, გასული წლის აგვისტოში, საწარმოს აფეთქებას 165 ადამიანი ემსხვერპლა, პირობა დადო, რომ სამრეწველო სტანდარტებს გააუმჯობესებს.