"გურია ნიუსის" ინფორმაციით თბილისში პარტია "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს"ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი იქნება.
აღნიშნულ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებენ პარტიის პრესსამსახურში, სადაც აღნიშნავენ, რომ კანდიდატებს პრემიერი დაასახელებს.
თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს გიორგი კვირიკაშვილი დღეს მთაწმინდის პარკში, 21 საათზე დაასახელებს.