ბრაზილიურმა სასამართლომ სპორტული სტუმართმოყვარეობის კომპანიის 4 ხელმძღვანელის დაკავების ბრძანება გასცა.
აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დაკავებულ პირებს ბრალად ედებათ რიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე დასასწრები ბილეთების არალეგალურად გაყიდვა.
პოლიციის განცხადებით, არცერთი მათგანი არ არის ბრაზილიის მოქალაქე, რის გამოც, საქმე გამოსაძიებად ინტერპოლს გადაეცემა.
THG სპორტის განცხადებით, ბრალდებები დაუსაბუთებელია.
მაუწყებლის ცნობით, სამართალდამცავებმა გასულ კვირას THG-ს დამფუძნებელი დირექტორი, კევინ ჯეიმს მალონი ოლიმპიადის ბილეთების უკანონოდ გაყიდვის საქმეში ჩართულობის გამო დააკავეს.
სამართალდამცავების თქმით, დაკავებულ ოთხივე მამაკაცს მოქმედების სქემა ჰონდათ და სტუმართმოყვარეობის პაკეტის ქვეშ ოლიმპიადის ბილეთებს არალეგალრად და ნომინალურ ღირებულებაზე ძვირად ჰყიდდნენ.
კომპანიის განცხადებით, მალონი არ ყიდდა ბილეთებს და არც ცდილობდა გაეყიდა, მაგრამ ეჭირა ბილეთების კოლექცია კლიენტებისთვის.
"ბილეთების ქონა კოლექციისთვის თამაშების დროს სტანდარტული პრაქტიკაა,გარდა ამისა, ბილეთები რიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტთან შეთანხმებით გაიყიდა", _ ნათქვამია განცხადებაში.
მათივე თქმით, ისინი მოქმედებდნენ კანონის სრული დაცვით, რაც მათ კლიენტებთან ბილეთების გაყიდვის უფლებას აძლევდა.
ირლანდიის სპორტის წამყვანი კომპანიის, PRO 10-ის განცხადებით, რიოს ოლიმპიური ხელისუფლების მიერ ბილეთების ჩამორთმევით მნიშვნელოვან კომერციულ დანაკარგს განიცდის.
"სრულად და დროულად ვითანამშრომლებთ ბრაზილიის ხელისუფლებასთან", _აცხადებენ ფირმაში.
როგორც ცნობილია, ირლანდიურმა ოლიმპიურმა საბჭომ გამოძიებაში დამოუკიდებელი გამომძიებლების ჩართვა გააკრიტიკა.
ირლანდიის სპორტის მინისტრის, შეინ როსის განცხადებით, მთავრობა არ განიხილავს ცალკე გამოძიების ჩატარებას.