ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებს შეხვდა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.
"ლეიბორისტული პარტიიდან" ლანჩხუთი-ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ტარიელ კალანდარიშვილი, ხოლო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დავით მამალაძე იბრძოლებს.
"როგორც ყოველთვის გურულები იღებდნენ სწორ გადაწყვეტილებებს და დარწმუნებული ვარ 2016 წლის 8 ოქტომბერსაც გააკეთებენ სწორ არჩევანს, რითაც ბოლო მოეღება საქართველოში ოლიგარქების პარპაშს. ჩვენ დავანგრევთ იმ ჯებირს რომელიც ამ ხელისუფლებამ ტყუილებით, ცრუ დაპირებებითა და ხალხის გადაგდებით ააშენა, ქვეყანას გავიყვანთ განვითარების და გადარჩენის ახალ ეტაპზე. მე ამომრჩეველს არ ვპირდები არაფერს, მე ვიღებ ვალდებულებებს ქვეყნის მრავალწლიანი ჭაობიდან გამოსაყვანად", _ აცხადებს შალვა ნათელაშვილი.